ერაყის სამხედრო ძალებმა კირკუკის შემდეგ, ქურთ მებრძოლეებს ქალაქი სინჯარიც დაატოვებინეს. ადილობრივი იეზიდური მილიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქურთებმა ქალაქი გამთენიისას დატოვეს და სირიელ მებრძოლეებს, რომლებიც ერაყელ სამხედროებთან ერთად იბრძვიან, ქალაქში შესვლის საშუალება მისცეს.

მისივე თქმით, ქურთებსა და სამხედროებს შორის შეტაკება არ მომხდარა. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სინჯარის ახლა შიიტი მილიციელების კოალიცია იცავს.

ორშაბათს, ერაყის სამხედრო ძალებმა ავტონომიური რეგიონის, ქურთისტანის რეგიონში ნავთობით მდიდარი ქალაქი კირკუკი დაიკავეს.

საბრძოლო ოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ერთი თვის წინ ქურთისტანში სადავო რეფერენდუმი ჩატარდა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერაყიდან გამოყოფის შესახებ ჩატარებული არჩევნები არაკონსტიტუციური იყო. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კირკუკის ოპერაცია "გაყოფის საშიშროების წინაშე მყოფი ქვეყნის დასაცავად" იყო საჭირო.

ერაყის ქურთისტანში 2017 წლის 25 სექტემბერს ერაყიდან გამოყოფის რეფერენდუმი ჩატარდა. გამოყოფას ამომრჩევლის 92,73 პროცენტმა დაუჭირა მხარი. საარჩევნო უბნებზე, სულ, რეგიონის 8,4 მილიონი ამომრჩევლიდან 72 პროცენტი მივიდა.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია ქურთისტანის დამოუკიდებლობა.