მფრინავი მანქანები ჯერჯერობით კვლავ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ დუბაის პოლიციამ ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და Gitex Technology Week-ზე დააანონსა, რომ სულ მალე, მათი თანამშრომლები ჰოვერბაიკებით ანუ მფრინავი მოტოციკლებით იპატრულირებენ თავიანთ კვადრატებში.

Hoversurf Scorpion რუსული წარმოების მოწყობილობაა, რომელსაც ერთი დატენვით 25 წუთის განმავლობაში შეუძლია ფრენა და 70 კმ./სთ. სიჩქარის განვითარება. ჰოვერბაიკს 300 კილოგრამის ტრანსპორტირება შეუძლია. ჰოვერბაიკი კამერებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, რომელიც ტერიტორიას დაასკანერებს და მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს ან ძებნილებს ამოიცნობს - ჯერონიმოს შეუძლია მშვიდად იყოს.

პირველ ეტაპზე, ჰოვერბაიკები დუბაის ტურისტულ ნაწილში იპატრულირებენ.