კანადაში სამგზავრო თვითმფრინავს დრონი შეეჯახა
პირველად კანადის ავიაციის ისტორიაში, სამოყვარულო დრონი შეეჯახა სამგზავრო თვითმფრინავს, რამაც ქვეყანაში კიდევ ერთხელ გაააქტიურა დისკუსია დრონების რეგულირების გამკაცრების შესახებ.
კანადის ტრანსპორტის მინისტრმა მარკ გერნაუმ 16 ოქტომბერს თქვა, რომ ინციდენტი ქალაქ კვებეკის აეროპორტში, 450 მეტრის სიმაღლეზე მოხდა. მინისტრის თქმით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა, უმნიშვნელოდ დაზიანდა თუმცა, დრონი ძრავს, ან პილოტების კაბინას რომ შეჯახებოდა, გაცილებით სერიოზული შედეგი დადგებოდა.
კანადაში პირველი რეგულაციები სამოყვარულო დრონების გასაკონტროლებლად წელს მიიღეს, თუმცა 2018 წლიდან კანონის გამკაცრება კიდევ იგეგმება. ამჟამად, აეროპორტის 5 კილომეტრის რადიუსში აკრძალულია სამოყვარულო დრონების გამოყენება, ასევე, მისი მართვა დასაშვებია მხოლოდ თვალისთვის შესამჩნევ მანძილზე.
პირი, რომელიც საშიშროებას შეუქმნის ავიაუსაფრთხოებას, დაჯარიმდება 25 ათასამდე კანადური დოლარით, ან შეეფარდება პატიმრობა.
დრონების რეგულირებაზე დისკუსია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა ისეთი ინტერნეტ მაღაზიები, როგორიცაა ამაზონი, მიუვალ ადგილებში პროდუქციის მიწოდებას სწორედ დრონების გამოყენებით გეგმავენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები