ალბათ უკვე იცით, რომ 2018 წელს ეკრანზე პოპულარული ამერიკული მიუზიკლის მამა მიას მეორე ნაწილი, Mamma Mia: Here We Go Again! გამოვა. ნაცნობი მსახიობების - მერილ სტრიპის, კოლინ ფერტის, ამანდა სეიფრიდის, პირს ბროსნანისა და სხვა ვარსკვლავების გარდა, ახალ ნაწილში მონაწილეობას ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი შერიც მიიღებს.

ეს შერის პირველი მხატვრული ფილმი იქნება შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ.

მამა მია 2008 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც თავის მხრივ 1999 წლის ამავე სახელწოდების სასცენო მიუზიკლის ადაპტაციაა და ის პოპულარული პოპ-ჯგუფის ABBA-ს სიმღერებზეა დაფუძნებული.

ფილმი იმ წლის ერთ-ერთ მთავარ ჰიტადაც იქცა და გავლენიანი გამოცემები მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად ასახელებენ.