საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების 12 ახალ მანქანას ყიდულობს. ავტომობილების შესაძენად ტენდერი დღეს, 16 ოქტომბერს გამოცხადდა. უწყება შესყიდვისთვის 1 458 708 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სატენდერო პირობების მიხედვით:

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაზე უნდა გავრცელდეს ქარხნული გარანტია მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამი წელი ან 200 ათასი კილომეტრი გარბენი, რომელიც ადრე შესრულდება;
  • ავტომობილის შიდა აღჭურვილობაზე და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე უნდა გავრცელდეს არანაკლებ ორწლიანი საგარანტიო ვადა;
  • სამედიცინო აპარატურაზე უნდა გავრცელდეს ქარხნული გარანტია არანაკლებ ორი წელი.

გამარჯვებულმა კომპანიამ 12 ავტომობილი ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.