Coldplay-ს ვოკალისტმა, კრის მარტინმა, რომელიც ჯულია რობერტსის ახლო მეგობარია, ჰოლივუდის ვარსკვლავს სიმღერა მიუძღვნა.

amfAR-ის წვეულებაზე, სადაც რობერტსს შიდსთან ბრძოლის კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის სპეციალური ჯილდო გადასცეს, მარტინმა სპეციალურად მისთვის შექმნილი Julia Roberts’ Smile იმღერა.

საღამოს გოლდი ჰოუნი, ოპრა უინფრი, რაიან მერფი, ქეით ჰადსონი, შონ პენი, მელანი გრიფიტი, ტომ ჰენკსი და სხვა მსახიობები ესწრებოდნენ.