ედუარდო იანიესი გახსოვთ? იმ შემთხვევაში თუ მექსუკურ-ვენესუელური სერიალები გიზიდავთ მაშინ უეჭველი გემახსოვრებათ.

გვადალუპე, შურისძიების ცეცხლში, ტეკილა და სიყვარული და ა.შ. არასრული ჩამონათვალია იმ საპნის ოპერებისა, რომლებშიც იანიესი თამაშობს და რომელიც ქართველი მაყურებლისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

ცოტა ხნის წინ, ტელენოველების მექსიკელმა მსახიობმა წითელ ხალიჩაზე ჟურნალისტს სახეში იმის გამო გაარტყა, რომ არასასურველი შეკითხვა დაუსვა.

ჟურნალისტმა პაკო ფუენტესმა ედუარდოს ბოლო დროინდელ, საკმაოდ გახმაურებულ თემაზე დაუსვა კითხვა, რომელიც იანიესის შვილს ეხებოდა.

იენიესსა და მის შვილს არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვთ, რადგან მან საკუთარ მამას რასისტი და ქალებზე მოძალადე უწოდა.