ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის, კურტ რასელის ფოტომ, რომელიც ტვიტერში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

ოქროს გლობუსის ნომინანტ მსახიობს Guardians of the Galaxy-ის მეორე ნაწილის გადასაღებ მოედანზე, კრის პრატისა და ზო სალდანას გვერდით ჩაეძინა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მსახიობს ფოტო რეჟისორმა ჯეიმს განმა რამდენიმე თვის წინ გადაუღო.

რაც შეეხება ფილმს, Guardians of the Galaxy-ის მეორე ნაწილი 2017 წლის მაისში გამოვიდა.