საავიაციო უნივერსიტეტი საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველი შვეულმფრენის სიმულატორით სტუდენტებს შვეულმფრენის მართვისთვის მოამზადებს. შვეულმფრენის პილოტის მომზადების პროფესიული პროგრამა საქართველოში აქამდე არ არსებობდა.

"სიმულატორი აღჭურვილია ყველა იმ პროგრამით და ხელსაწყოებით, რაც რეალურ შვეულმფრენის მართვის დროს გამოიყენება. სიმულატორის მეშვეობით სტუდენტის პირველადი მომზადება ხდება და იგი პრაქტიკულად სწავლობს მართვას", - ამბობს ანდრეი სიდორენსკისი, ლიტველი ექსპერტი.

2-წლიანი სწავლების შემდეგ, პროგრამის კურსდამთავრებულებს დასაქმება საქართველოში მოქმედ ყველა ავიაკომპანიებში და ასევე პარტნიორ უცხოურ კომპანიებში შეეძლებათ.

პროფესიულ პროგრამაზე სტუდენტების მიღება დაწყებულია და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საავიაციო უნივერსიტეტმა სიმულატორი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის, "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" საგრანტო კონკურსის ფარგლებში საავიაციო მიიღო.