პენტაგონი: ამერიკა-თურქეთის პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება
პენტაგონი აცხადებს, რომ თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიურ უთანხმოებას ერთობლივ სამხედრო ოპერაციებზე არ უმოქმედია. მათ შორისაა ერთობლივი ბრძოლა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში.
"შემიძლია დავადასტურო, რომ მოვლენების ამგვარ განვითარებას არ მოუხდენია გავლენა ჩვენს ოპერაციებსა და პერსონალზე", - უთხრა პენტაგონის პრეს-სპიკერმა, პოლკოვნიკმა რობერტ მანინგმა ჟურნალისტებს სამშაბათს. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს და მათ ოპერაციებს, რომლებიც თურქეთის ტერიტორიიდან თუ მის მეზობლად მიმდინარეობს, სრული მხარდაჭერა აქვს ამ უკანასკნელის მხრიდან და ანტიტერორისტული ქმედებები გრძელდება.
მანინგმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო ძალების ბაზა ინჩირლიყში კვლავ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნატოსა და კოალიციის ძალისხმევაში ტერორიზმის დასამარცხებლად.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წლებია ამერიკის ლიდერობით მოქმედი კოალიცია თურქეთის ინჩირლიყის საჰაერო ბაზას იყენებს. სწორედ აქედან ხდება საჰაერო თავდასხმები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბაზების წინააღმდეგ სირიაში და ჩრდილოეთ ერაყში. თურქეთის ბაზის ინფრასტრუქტურას ამერიკის შეიარაღებული ძალები ორივე ქვეყანაში მიმდინარე ოპერაციების დროს აქტიურად იყენებენ. თურქეთის საჰაერო სივრცეს იყენებენ ასევე დასავლური ძალები ე.ე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ხმელთაშუა ზღვიდან განხორციელებული საჰაერო მისიებისას.
ამერიკასა და თურქეთს შორის სამგზავრო მიმოსვლის შეჩერება ნატოს მოკავშირეებისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა. გასულ კვირას თურქეთმა დააპატიმრა ამერიკის საკონსულოს თანამშრომელი და თურქი ეროვნების პირი, რომელიც დაადანაშაულა ფეთულა გულენთან მუდმივ კავშირში. ამ უკანასკნელს კი ოფიციალური ანკარა ე.წ. ტერორისტული ქსელის მმართველად მიიჩნევს, რომელიც გასულ წელს პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ ამბოხის მოწყობას ცდილობდა. დაპატიმრების შემდეგ ამერიკის საელჩომ ანკარაში განაცხადა, რომ ის დროებით შეაჩერებდა არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს. პასუხად იგივე გააკეთა თურქულმა მხარემაც.
ამერიკის დაზვერვის სამსახურებისთვის ვაშინგტონსა და ანკარას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. თურქეთმა არაერთხელ გამოხატა იმედგაცრუება და უკმაყოფილება იმით, რომ ფეტულა გულენის ექსტრადირების თაობაზე შეერთებული შტატები ანკარას უარს ეუბნება. გარდა ამისა, თურქეთს ის ფაქტიც აწუხებს, რომ შეერთებული შტატები სირიელ ქურთებს უჭერს მხარს, ეს უკანასკნელნი კი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არც თუ წარუმატებლად იბრძვიან. გასულ წელს გამოქვეყნებული შეფასებებით, რომლებიც ამერიკის დაზვერვის სააგენტოებმა გააკეთეს, ანკარას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების ქმედებები აძლიერებს თურქეთის მტრებს და მათ, ვინც ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, საყურადღებოა თურქეთისა და რუსეთის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები იარაღის შესყიდვისა და სირიაში დეესკალაციის ზონების მოწყობის თაობაზე. უსაფრთხოების ექსპერტები შეშფოთების საგნად მიიჩნევენ იმას, რომ ნატოს ორი უძლიერესი წევრი სახელმწიფო ერთმანეთთან დაპირისპირების ზღვარზეა.
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
კომენტარები