რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლის ცემაში ბრალდებული ქმარი დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 2 სექტემბერს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქმარმა 14 წლის შვილის თანდასწრებით ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ქალმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით).