ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში გვინეტ პელტროუ და ანჯელინა ჯოლიც ადანაშაულებენ
ჰარვი ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი იყო, თუმცა მისი კარიერა იმ ქალებმა დაასრულეს, რომლებზეც ის წლების განმავლობაში ძალადობდა.
ვაინშტაინი პირველად მსახიობმა ეშლი ჯადმა, ნიუ-იორკ თაიმსისსაშუალებით ამხილა. მისი წერილის მიხედვით, ვაინშტაინმა, 90-იან წლებში, ის სასტუმროს ნომერში კონტრაქტის პირობებზე სასაუბროდ დაიბარა, შემდეგ კი დიალოგი სააბაზანოში შესთავაზა და მასთან ერთად შხაპის მიღება მოსთხოვა.
ამავდროულად გუშინ სამმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მათგან ერთ-ერთი იტალიელი მსახიობია, რომლის თქმითაც, ვაინშტაინს მასთან ძალადობით ჰქონდა ორალური და ვაგინალური სექსი. ოთხი ქალი ამბობს, რომ ვაინშტაინი მათ მათი ნების საწინააღმდეგოდ შეეხო. ქალების ნაწილის თქმით, ვაინშტაინი მათ წინაშე მასტურბირებდა.
ეშლი ჯადის გარდა, ჰარვის სექსუალური შევიწროების ბრალდებით უამრავი ქალი ადანაშაულებს, მათ შორის მისი ყოფილი ასისტენტები და ჰოლივუდის ისეთი გავლენიანი მსახიობები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ.
პელტროუ ყვება, რომ ვაინშტაინთან მაშინ მუშაობდა, როცა 22 წლის იყო და ფილმში Emma მთავარ როლში იღებდნენ.
გადაღებების წინ ჰარვიმ სასტუმროს ნომერში დაპატიჟა, სადაც ფიზიკურ ურთიერთობას და საძინებელში მასაჟის გაკეთებას სთხოვდს.
"ბავშვი ვიყავი და ეს ჩემთვის საშინელება იყო. უარის მიღების შემდეგ ის დიდხანს მიყვიროდა და მემუქრებოდა. ეს ჩემთვის დიდი ტრამვა იყო", - იხსენებს გვინეტ პელტროუ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს პელტროუმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას როლის მიღების სანაცვლოდ ორალურ სექსს სთავაზობდნენ, პრესა ვარაუდობს, რომ გვინეტი მაშინ სწორედ ჰარვი ვაინშტაინზე საუბრობდა.
რაც შეეხება ანჯელინა ჯოლის, ის ამბობს, რომ ვაინშტაინთან დაკავსირებით საკუთარი, ცუდი გამოცდილება აქვს, ამის გამო კი გადაწყვიტა რომ მასთან არასდროს ეთანამშრომლა.
"ახალგაზრდობაში ძალიან ცუდი გამოცდილება მქონდა ჰარვი ვაინშტეინთან დაკავშირებით. საბოლოოდ კი გადავწყვიტე, რომ მასთან არ მემუშავა და სხვებიც გავაფრთხილე, ვინც, ჩემგან განსხვავებით, ამას აპირებდა", - იხსენებს ანჯელინა ჯოლი.
გუშინ ნიუ-იორკერმა პირველად გამოაქვეყნა 2015 წლის ჩანაწერი, რომელშიც ვაინშტაინი იტალიელ მოდელს, ამბრა გუტიერესს, აბაზანაში შეყოლას დაჟინებით სთხოვს. მოდელი უარობს, რადგან მისთვის წინა მსგავსი შემთხვევა უსიამოვნოდ დასრულდა, თუმცა ვაინშტაინი მას ეუბნება, რომ 5 წუთის გამო "მეგობრობას" ნუ დაანგრევს.
ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ჰარვი ვაინშტაინის ცოლმა, ჯორჯიანა ჩაპმანმა, განქორწინებაზე შეიტანა საბუთები.
გაიგეთ მეტი: სექსუალური შევიწროება კინოინდუსტრიაში - ჰოლივუდი ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები