პრეზიდენტის ადმინისტრაციის უნფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 13 ოქტომბრის 11 საათიდან მოიწვია.

რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებად განსაზღვრულია:

  1. "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურიკანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
  2. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.

26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიღებას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო და რამდენიმე შენიშვნასთან ერთად პარლამენტს განსახილველად უკან დაუბრუნა.