პრემიერის თქმით, თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციას დანაშაულად ნათლავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გუშინ თბილისის საკრებულოსთან სამართალდამცავებმა კანონის სრული დაცვით იმოქმედეს და "პროვოკატორებს" სხდომის ჩაშლის საშუალება არ მისცეს:
"ოპოზიციის ერთი, რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია, არჩევნების წინ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად და მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა".
კვირიკაშვილის თქმით, დედაქალაქისთვის ერთ-ერთი "ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინვესტიცია" დანაშაულად მონათლეს.
"ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს სხდომის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა... ვფიქრობ, ეს სიცრუეც ყველამ დაინახა და დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება".
პრემიერის განცხადებებით, "სიცრუისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა" 2012 წელს დასრულდა.
გუშინ, 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისის ცენტრში მიწების ერთ ლარად გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა.
საკრებულოს თავმდჯომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ საკრებულოს წევრებსა და მედიას ჰქონდათ. ალიბეგაშვილის თქმით, ამის მიზეზი იყო ოპოზიციის გაცხადებული მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლის შესახებ. პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც თბილისის საკრებულოს შენობა ალყაში ჰქონდათ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პოლიციელების მიერ შენობაში პარლამენტის წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების არშეშვება კანონის "უხეში" დარღვევაა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები