საკრებულოს ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების უმრავლესობამ დღეს უკანონოდ, ერთ ლარად გადასცა თბილისის ცენტრში არსებული ორი ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს "პანორამა თბილისისთვის" განკუთვნილი პროექტებისთვის.

როგორც საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწების გადაცემის პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართავდა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე კანონდარღვევად მიიჩნევენ საკრებულოს შენობაში პარლამენტარების, აქტივისტებისა და სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე სხვა პირების არშეშვებას.