დაპირისპირება საკრებულოსთან - პარლამენტარები შენობაში შესვლას უშედეგოდ ცდილობენ
თბილისის საკრებულოსთან უკვე ერთ საათზე მეტია, რაც დაპირისპირებაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტარები, ცდილობენ საკრებულოში შესვლას, რათა გააპროტესტონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემა. აღნიშნულ საკითხს დედაქალაქის საკრებულო 16 საათზე განიხილავს.
ადგილზე იმყოფებიან როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ისე ევროპული საქართველოს წევრები. ისინი პოლიციას, რომელსაც საკრებულოსთვის ალყა აქვს შემორტყმული, მოუწოდებენ, ნუ ასრულებენ უკანონო დავალებას და შეუშვან შენობაში.
ქაშვეთის ეკლესიასთან გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. პოლიცია თავისუფლების მოედნის მიმართულებით მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ატარებს.
დღეს, 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხს განიხილავს. საუბარია ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4 400 მ2 მიწის ნაკვეთისა და პუშკინის ქუჩაზე, "ცეკავშირის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1 900 მ2 მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებაზე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწების გადაცემის საკითხს კენჭი უნდა უყარონ, მხოლოდ საკრებულოს წევრები და მედია დაესწრება
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები