ორ წლიანი შესვენების შემდეგ ლეგენდარული ვარსკვლავური ომები ეკრანს უბრუნდება.

ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი ახალი ტრილოგიის ნაწილია და ის რეჟისორმა რაინ ჯონსონმა გადაიღო. ფილმი 2015 წელს გადაღებული, ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძების, გაგრძელებაა.

როგორც ტრეილერში ვხედავთ, ფილმში გამოჩნდება პრინცესა ლეია ორგანიც, რომლის როლის შემსრულებელი კერი ფიშერი 2016 წლის მიწურულს გარდაიცვალა.

ფილმი ამერიკის კინოთეატრებში 2017 წლის 15 დეკემბერს გამოვა.