თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თავისი გუნდის წევრები ოფიციალურად წარადგინა.

ელისაშვილმა გუნდის ცხრა წევრის პრეზენტაცია დღეს, 9 ოქტომბერს გამართა და მათ შორის არიან:

  • დავით ნიკოლაიშვილი - ურბანისტი, აშშ-ს ქალაქ ცინცინატის უნივერსიტეტის მაგისტრი;
  • ვატო სურგულაძე - ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი დაცვის სპეციალისტი, ბოსტონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის განხრით მიიღო განათლება. იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. კავკასიის უნივერსიტეტის სკოლის დეკანი;
  • დევი ტაბიძე - მედიცინის აკადემიური პროფესორი, სოციალური უზრუნველყოფის სპეციალისტი;
  • ნატო კირვალიძე - 28 წელია გარემოსდაცვითი საქმიანობითაა დაკავებული. მწვანეთა მოძრაობის წევრი;
  • სანდრო სარალიძე - არქიტექტორი, დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, მუშაობდა თბილქალაქპროექტში, ასევე, კერძო არქიტექტორად;
  • ნინო კორძახია - არქტექტორ-რესტავრატორი. ძველი თბილისის სპეციალისტი. თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტებში იყო ჩართული. მუშაობდა თბილისის განვითარების ფონდში. არის იკომოს-საქართველოს წევრი;
  • ნანა ოქრუაშვილი - სამუზეუმო საქმიანობის სპეციალისტი. თოჯინების მუზეუმის დირექტორი იყო 2007-2016 წლებში;
  • ირაკლი ჯუღელი - სწავლობდა აშშ-ში. მუშაობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოში;
  • ივანე ნორაკიძე - ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, იურისტი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან, ალეკო ელისაშვილთან On.ge-ს ვრცელი ინტერვიუ იხილეთ აქ.