მართალია, ზაფხული უკვე გავიდა და შვებულებების დროც დასრულდა, მაგრამ თუ ნოემბერში შანსი ჩაგივარდათ ხელში და ორი კვირა თავისუფალი დრო გამონახეთ, ეს ამბავი სწორედ თქვენთვის არის.

ბევრი სექსი და უფასო ალკოჰოლი - ასეთ დაპირებას იძლევა კოლუმბიური კომპანია, რომელიც კერძო კუნძულზე ულიმიტო დასვენებას გთავაზობთ, ეს ყველაფერი, სულ რაღაც, $1 499 დაგიჯდებათ.

როგორც კომპანია ამბობს, კუნძული სტუმრების მისაღებად მზად არის და გამომდინარე იქიდან, რომ კოლუმბიაში პროსტიტუცია კანონით დაშვებულია, მასპინძლებს შორის 60 სექს მუშაკიც იქნება, რომელთან ერთადაც მოეწყობა ნავით გასეირნება შუა ზღვაში. კომპანია თითოეულ სტუმარს სპეციალურად მისთვის მოწყობილ ორგიაშიც სთავაზობს მონაწილეობას.

კომპანიის აღნიშნულ პროვოკაციულ შეთავაზებას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს კერძო კუნძულზე დაგეგმილ თავაშვებულ გართობას ხელს ვერ შეუშლის.