აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის (GAO) ახალმა ანგარიშის მიხედვით, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) სახის ამომცნობი ფარული პროგრამით სარგებლობს.

სპეციალური პროგრამის მონაცემთა ბაზაში 411 მილიონი ამერიკელი და უცხოელი ადამიანის ფოტოსურათი მოიპოვება.

პროგრამაში თავმოყრილია სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები, ისეთ საბუთები როგორიცაა: მართვის მოწმობები, სავიზო აპლიკაციები, პირადობის მოწმობები და სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ არავის აცნობა ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ეს ქმედება ამავდროულად ბიუროს პოლიტიკას და ფედერალურ კანონსაც არღვევს. 1974 წელს მიღებული კანონი კონფიდენციალურობის შესახებ, ზღუდავს პირადი ინფორმაციის მოპოვების პირობებს და ავალდებულებს ორგანიზაციას გასცეს მასალა იმის შესახებ თუ რა სახის ინფორმაციას ფლობს და იყენებს.

გამოძიების ფედერალური ბიურო ინფორმაციას პროგრამის შესახებ, რომელსაც ადამიანის პირადი სივრცისა და უფლებების დარღვევის პოტენციალი აქვს, შიდა აუდიტის ჩატარებამდე არ ასაჯაროვებდა. ბიუროს მიერ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის დამალვა არღვევს, როგორც ბიუროს შიდა პოლიტიკას, ასევე ფედერალურ კანონსაც.