თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ აშშ-ის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას, რათა თურქეთის საკონსულოებში ვიზიტორების რაოდენობა შეამცირონ, წერს BBC.

მათ განაცხადეს, რომ "იძულებული" არიან გადახედონ აშშ-ის მოვალეობას თურქი დიპლომატების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებაზე.

მანამდე ვიზების გაცემასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-იმ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა წყდება.

არასაიმიგრაციო ვიზა გაიცემა ტურისტებზე, აშშ-ში სამკურნალოდ, ბიზენსაქმეებზე, დროებითი მუშაობისთვისა და სასწავლებლად წასულებზე.

რამდენიმე დღის წინ სტამბოლში დააკავეს აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი, რომელიც ფეთულა გიულენთან კავშირში დაადანაშაულეს. ვაშინგტონმა ამ ქმედებას უპასუხისმგებლო და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისთვის ზიანის მიყენება უწოდა. როგორც ადგილობრივი მედია ამბობს, დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.

ანკარა აშშ-სგან ითხოვს, რომ 2016 წლის ივლისის თურქეთის აჯანყებაში ბრალდებული ფეთულა გიულენი გადასცეს. თურქეთის პრეზიდენტი გიულენს გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს. თვითონ ფეთულა გიულენი ბრალდებას უარყოფს.