ყაზახი და რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის შემდეგ, ვერცხლის ოლიმპიური მედალი ქართველ სპორტსმენს, არსენ კასაბიევს ოფიციალურად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია აქვეყნებს.

"კუთვნილი ოლიმპიური ვერცხლის მედალი არსენ კასაბიევს გამოუგზავნა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა", - აცხადებენ ფედერაციაში.

მათივე ინფორმაციით, 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე, არსენ კასაბიევმა მეოთხე ადგილი დაიკავა. აკრძალული პრეპარატების მიღებაში მხილებული სპორტსმენები რიოს ოლიმპიური თამაშების წინ დაისაჯნენ და პროცედურულად ეს დრო დასჭირდა მედლის საქართველოში გამოგზავნას.