იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით მათი რეპორტიორი ზედმეტი მუშაობისგან გარდაიცვალა, წერს CNN. ექიმების თქმით, 31 წლის ჟურნალისტი გარდაიცვალა გულის უკმარისობით, რაც ხანგრძლივი მუშაობით იყო გამოწვეული. მედიის ცნობით, გარდაცვალებამდე რეპორტიორმა ერთ თვეში ზედმეტი 159 საათი იმუშავა.

იაპონია, რომელიც ცნობილია სადამსჯელო სამუშაო საათებით, წლების განმავლობაში იბრძოდა იმისათვის, რომ თანამშრომლების ზედმეტი მუშაობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები მოეგვარებინა.

იაპონიაში გადაჭარბებული საათები იმდენად დიდი პრობლემაა, რომ იაპონურ ენაში გადაღლილობისაგან სიკვდილის აღმნიშვნელი სიტყვა არსებობს - კაროში.

2015 წელს გადაღლილობისა და ზედმეტი სამუშაოს გამო სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას თვეში დამატებით 105 საათის მუშაობა უწევდა.