საუკუნეების განმავლობაში, ანტიკური კამასუტრა შეყვარებულების შთაგონების მთავარი წყარო იყო. თუმცა ახლა, "ამერიკის ყველაზე მხიარული მწერლები" და იუმორისტები, საიმონ რიჩი და ფარლეი კეცი წარმოგიდგენენ კამასუტრას ქორწინების შემდეგ.

წიგნში ნახავთ ინოვაციურ პოზებს, პოზიციებს და თამაშებს, რომლებითაც დაქორწინებულები ერთმანეთში ერთობიან.

ორიგინალი კამასუტრას მსგავსად, წიგნის ფურცლები ფერადი ილუსტრაციებითაა სავსე. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

როდესაც კაცი ჭურჭლის სარეცხის მანქანას აცარიელებს, ქალი მასთან უნდა მივიდეს და დააკვირდეს, რამდენად სწორად აკეთებს ქმარი სახლის საქმეს. ამას ჰქვია ჭურჭლის სარეცხის მანქანის პოზიცია.

ფოტო: Simon Rich

როცა კაცი ქალის თანდასწრებით გაზებს გაუშვებს, და ბოდიშსაც არ მოიხდის, ამას ჰქვია მერყევი სტანდარტების პოზიცია.

ფოტო: Simon Rich

როცა ქალი და კაცი ინდური კერძების მირთმევის შემდეგ ბრინჯით ისეთი დამძიმებულები არიან, რომ ერთმანეთში საუბარიც კი უჭირთ, სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ პოზიციას ნაპირზე გამოთრეული ვეშაპები ჰქვია.

ფოტო: Simon Rich

როცა ქალი ქმარს საწოლში მის გვერდით მასტურბირებაში გამოიჭერს და სკეპტიკურად ჰკითხავს "სერიოზულად?" და შემდეგ ქმარი გადაბრუნდება და საქმეს განაგრძობს, ამას ჰქვია მოწადინებული კურდღელი.

ფოტო: Simon Rich

როცა კაცი მსუბუქად აკოცებს ქალს კისერში და შემდეგ ქალი ნაზად ჰკრავს კაცს ხელს და ამ დროს ბავშვი ოთახში ყვირილით შემორბის, რადგან საშინელი ხმა გაიგო, ამ პოზიციას ჰქვია ჩაშლილი "სხდომა".

ფოტო: Simon Rich