რეჟისორი გორ ვერბინსკი მალე X-Men-ის სპინოფის გადაღებას დაიწყებს, რომელშიც აქცენტი Marvel Comics-ის ერთ-ერთი სუპერგმირ გამბიტზე გაკეთდება, რომელიც პირველად 1990 წელს, კომიქსში, შემზარავი იქს-ადამიანები გამოჩნდა.

გამბიტი არის მუტანტი, რომელსაც შეუძლია კინეტიკური ენერგიის მართვა, ფლობს ჰიპნოზის უნარსა და შეუდარებელია კარტების სროლაში.

როდესაც გამბიტი პირველად შეუერთდა გუნდს, მას როგორც პროფესიონალ ქურდს, მხოლოდ რამდენიმე მუტანტი ენდობოდა. ხოლო მას შემდგომ, რაც მისი საიდუმლო კავშირი მისტერ სინისტერთან საჯაროდ გაცხადდა, უმრავლესობამ ზურგი აქცია მას და მხოლოდ ცოტას სწამდა, რომ გამბიტი გამოსწორდებოდა.