იტალიის დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლა ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის (Five Star Movement) კანდიდატ ვირჯინია რაჯისა და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ რობერტო ჯიაჩეტის შორის, 37 წლის ადვოკატის, ვირჯინია რაჯის გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

რაჯიმ ხმების ორი მესამედი მოიპოვა და რომის პირველი ქალი მერი გახდა.

ვირჯინია რაჯი, რომელიც პროფესიით ადვოკატი და ადგილობრივი საბჭოს წევრია, რამდენიმე თვეში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იტალიური პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ იქცა.

წინასაარჩევნოდ რაჯი გადავსებულ სანაგვეებზე, არასანდო საზოგადოებრივი ტრანსპორტზე, არალეგალურ პარკირებასა და საზოგადოებრივ პარკებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდა. არჩევის შემთხვევაში იგი ვატიკანის ეკლესიის უძრავ ქონებაზე €250 მილიონიდან €400 მილიონამდე გადასახადის დაწესებას ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომელიც მისი თქმით, ქალაქის ადმინისტრაციას არასდროს შეუგროვებია.

ვირჯინია რეჯის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მისი გამოუცდელობა იყო, თუმცა, ამან მას ხელი არ შეუშალა, მიეღო ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა.