თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თავის კონკურენტს, ალეკო ელისაშვილის გამოწვევას პასუხობს და ამბობს, რომ დებატებში მონაწილეობის პრობლემა არ აქვს, თუმცა ისე, როგორც "ნორმალურ ქვეყანაში" ხდება. ელისაშვილისგან განსხვავებით, კალაძე მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს მთავარ კონკურენტად არ მიიჩნევს:

"მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და შესაბამისად, როგორც არის დაგეგმილი, როგორც ეს ნორმალურ, ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყნებში ხდება, დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის მივიღოთ მონაწილეობა."

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე დებატებში მეორედ გუშინ, 4 ოქტომბერს გამოიწვია. ელისაშვილის ამბობს, რომ მისი მთავარი კონკურენტი საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია და ფეხბურთში მასთან შეჯიბრს არასდროს დასთანხმდებოდა:

"მაგრამ მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას."