თბილისის 170-მდე ბაღის ხელმძღვანელს, თითოეულს 100-დან 200-მდე მხარდამჭერთა სიის შედგენა და სააგენტოში მიტანა დაევალა. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება სტუდია მონიტორმა მოამზადა.

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, დავალება ბაღების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ თოდრაძემ გასცა, რომელიც ინფორმაცია უარყოფს:

"ჩვენ არჩევნებს ვემიჯნებით და ქართული ოცნება რა შუაშია ამას ვერ ვხვდები. ჩვენ ჩვენი სამსახური გვაქვს - ბავშვებზე ზრუნვა და ბაღების მშენებლობა და შესაბამისი საქმეები გვაქვს. პარტიული დავალებები და რასაც თქვენ საუბრობთ ძალიან გაკვირვებული ვარ."

ნახეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება: