ლეგენდარული მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი პარიზში თავისი კოლეგის, ჰარი დინ სტენტონის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მივიდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს ნიკოლსონის პირველი გამოჩენა იყო კამერებთან, მასთან ერთად საღამოზე ალ პაჩინოც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ სამი ოსკარის მფლობელი ჯეკ ნიკოლსონი შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ კინოსაც უბრუნდება. 80 წლის მსახიობი ოსკარის ნომინანტი გერმანული ფილმის, Toni Erdmann რიმეიქში მიიღებს მონაწილეობას.