ბარაკ და მიშელ ობამას ქორწინებიდან 25 წელი გავიდა. ამერიკის ყოფილმა პირველმა ლედიმ ეს დღე თავის ქმარს და ამერიკის 44-ე პრეზიდენტს ტვიტერიდან მიულოცა.

"გილოცავ 25 წლის იუბილეს. საუკუნის მეოთხედის გასვლის შემდეგაც კი, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი და ყველაზე არაჩვეულებრივი კაცი ხარ, ვისაც ვიცნობ. მიყვარხარ" - დაწერა მიშელმა და ტვიტს მათი ქორწილის დღის ფოტო დაურთო.

ტვიტს უკვე მილიონზე მეტი მოწონება აქვს.