რაიან მერფისა და ბრედ ფალჩუკის სახელი სერიალების მოყვარულთათვის უცხო ნამდვილად არ არის. FX-ის საკულტო სერიალების - American Horror Story, American Crime Story-სა და Feud-ის შემქმნელები სულ მალე ერთგულ მაყურებელს კიდევ ერთ ახალ შოუს შესთავაზებენ, სახელად - 911.

სერიალში მთავარ როლებს კონი ბრიტონი და ანჯელა ბასეტი შეასრულებენ, რომლებსაც რაიანთან და ბრედთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ.

მერფისა და ფალჩუკის ახალი დრამა პოლიციელებზე, მეხანძრეებსა და ექიმებზე მოგვითხრობს, რომლებსაც მთელი ამერიკის მასშტაბით ყველაზე რთულ და ხშირად უცნაურ გამოძახებაზე უწევთ სიარული. შოუ სწორედ მათი ცხოვრებისა და საქმიანობის საინტერესო დეტალებზე მოგვითხრობს და გვიჩვენებს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც 911-ზე უცნაური ზარები შედის.

როგორც ცნობილია ახალი სერიალის პირველი სეზონი FX-ზე 2018 წელს გავა და მასში 13 ეპიზოდი იქნება.