Trezor-ზე პირველი, რაც გაგახსენდებათ, სავარაუდოდ, ბორის ჯოტოს ძე გარუჩავაა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი რენოს ახალ ელექტრომობილზეა.

Trezor თვითმართული ელექტრომანქანაა, 350 ცხენის ძალით და 4 წამში 0-დან 96 კმ./სთ.-მდე აჩქარების უნარით. ავტომობილს ორი ბატარეა აქვს, ერთი წინ და ერთიც უკან

მანქანაში ჩასაჯდომად, კარის ნაცვლად მისი ზედა ნაწილი იხსნება.

Trezor ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტია, თუმცა კარგად გვაჩვენებს თუ რა მიმართულებით ვითარდება მომავლის ავტოინდუსტრია.