გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ ისეთ დონეს მიაღწია, რაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. გაერომ ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოს ლტოლვილთა დღეს, 20 ივნისს გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშში წერია, 2015 წლის ბოლოს, მსოფლიოში 65,3 მილიონი ადამიანი, მიგრანტი, თავშესაფრის მაძიებელი ან იძულებით გადაადგილებული პირი იყო. მათი რაოდენობის ნახევარზე მეტი 3 ქვეყნიდან, სირიიდან, ავღანეთიდან და სომალიდანაა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 5 მილიონით მეტია. გაეროს სააგენტოს თქმით, ყოველი 113 ადამიანიდან პლანეტაზე, ერთი მიგრანტია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მიგრანტთა კრიზისზე დიდი ფოკუსი კეთდება კვლევაში, გაერო ამბობს, რომ მსოფლიოს ლტოლვილთა 86% დაბალ ან საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს აფარებს თავს.

პაკისტანის და ლიბანის შემდეგ, თურქეთი 2,5 მილიონი ლტოლვილით, ყველაზე დიდი მასპინძელი ქვეყანაა მიგრანტებისთვის.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, გასულ წელს, 1,011,700-ზე მეტი ადამიანი შევიდა ევროპაში ზღვის გავლით, 35 000 კი ხმელეთით.

ანგარიშის მიხედვით, ლტოლვილთა პრივილეგირებული ქვეყნებია გერმანია და შვედეთი.