სამი პოლიტიკური პარტიის - დემოკრატიული მოძრაობის, ლეიბორისტული პარტიისა და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანი პროტესტის ნიშნად დატოვეს. გადაცემის დატოვების შესახებ დემოკრატიული მოძრაობის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

"რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემა უსასრულო არ იქნება და უფრო მალე დავასრულებთ", - განაცხადა გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მას შემდეგ, რაც პარტიების წარმომადგენლებმა სტუდიის დატოვება დაიწყეს.

პარტიების წარმომადგენლებმა გადაცემა მაშინ დატოვეს, როცა როგორც რუსთავი 2-ის, ასევე მიწვეული ჟურნალისტები იწყებდნენ კითხვების დასმას. გადაცემიდან ირკვეოდა, რომ პარტიების წარმომადგენლები ეჭვობდნენ, რომ მათთან ჟურნალისტებს კითხვები არ ექნებოდათ.