შესაძლოა იცით, რომ 2017 წლის შემოდგომაზე Sex and the City-ის მესამე ნაწილის გადაღებები უნდა დაწყებულიყო.

ფოტო: Warner Bros.

და ასევე შესაძლოა იცოდეთ, რომ მისი გადაღებები მანამ შეჩერდა, სანამ დაიწყებოდა. ამის შესახებ მსოფლიოს სარა ჯესიკა პარკერმა, aka კერი ბრედშოუმ ამცნო.

ფოტო: HBO

"სექსი დიდ ქალაქში დამთავრებულია. მას არასდროს გადავიღებთ. იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ უბრალოდ ეს ლამაზი ისტორია შემოგვრჩა", თქვა მან.

ძალიან მალე ერთ-ერთმა ყველაზე ყვითელმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა, Daily Mail-მა, დაწერა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი კიმ კეტრელი გახდა - aka სამანტა. გამოცემის ცნობით, პროდიუსერებმა მისი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

ფოტო: HBO

ნამდვილად არ ვიცით, რამდენად სარწმუნოა ეს ცნობები, თუმცა ამაზე მიანიშნებენ სერიალის მსახიობებიც. და ეს ყველაფერი იმაზე დრამატულია, ვიდრე თავად SATC იყო.

ფოტო: HBO

რა თქმა უნდა, სამანტა პირველი იყო, ვინც ამ ომში ჩაერთო და დეილი მეილის ცნობები უარყო.

განხილვაში მალევე ჩაერთო უილი გარსონი, aka სტენფორდ ბლეჩი, როდესაც ტვიტერზე დაწერა, რომ გავრცელებული ცნობები სიმართლე იყო, თუმცა მოგვიანებით ეს პოსტი წაშალა.

ფოტო: HBO

სამაგიეროდ მან მალევე გადმოტვიტა დეილი მეილის პოსტი, რომელიც შოუს შეჩერებაში კიმ კეტრელს ადანაშაულებდა.

ამ დროს კიმ კეტრელი თავისი გულშემატკივრების პოსტების რეტვიტებით იყო დაკავებული.

"რამდენიც გინდა იმდენი მოითხოვე კიმ, შენ ეს დაიმსახურე!"

"პიროვნება: უყვარს სექსი დიდ ქალაქში, რადგან იქ ქალები საკუთარ ცხოვრებას თავად აკონტროლებენ;

იგივე პიროვნება კიმ კეტრელს ლანძღავს, რომ ფილმის მესამე ნაწილში მონაწილეობა არ სურს".

მის პროფილზე იმ პოსტის რეტვიტსაც იპოვით, სადაც წერია, რომ სექსი დიდ ქალაქში 2 საშინელება იყო.

და მოულოდნელად განხილვაში ისევ ჩაერტო უილი გარსონი, როდესაც კიმის ფანს ირონიულად უპასუხა პოსტზე, სადაც ეწერა, რომ კიმს დამსახურებულად შეეძლო მოეთხოვა, რაც სურდა.

ამის შემდეგ კი დაწერა, რომ მას გული წყდებოდა გუნდის წევრებზე, რომლებმაც მოულოდნელად სამსახურები დაკარგეს.

მირანდა ჰობსის ფანებს ძალიან გაგიხარდებათ, თუ გეტყვით, რომ სინტია ნიქსონი [რომელსაც ტვიტერი საერთოდ არ აქვს] ამ გაუგებრობაში საერთოდ არ ჩარეულა.

ფოტო: HBO

რაც შეეხება შარლოტას როლის შემსრულებელს, კრისტენ დევისს, მან ინსტაგრამზე დაწერა, რომ ძალიან ფრუსტრირებულია, რადგან ახალი ფილმისთვის იდეალური სცენარი იყო დაწერილი.

არსებობს ჭორები იმის თაობაზე, რომ კიმ კეტრელი უკმაყოფილო დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ სერიალის ბოლო სეზონში სარა ჯესიკა პარკერს მასზე დიდი ჰონორარი გადაუხადეს. იმის მიუხედავად, გვინდოდა თუ არა SATC-ის მესამე ფილმი, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ თუ პროდიუსერები კიმის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ, ის ვალდებული არ იყო ახალ ფილმში მიეღო მონაწილეობა.

ფოტო: HBO

იმასაც ვარაუდობენ, რომ ფილმის გადაღებები არ გადადებულა და ეს დრამა პროდიუსერებს რეიტინგისთვის სჭირდებათ. თქვენ რას ფიქრობთ?

ფოტო: HBO