რეჟისორი და მსახიობი ელიზაბეტ ბენკსი Sony Pictures-თან ერთად პოპულარული ამერიკული ტელესერიალის, ჩარლის ანგელოზების ახალ ვერსიას გადაიღებს.

სერიალი ABC-ის ეთერში 1976-1981 წლებში გადიოდა და 110 ეპიზოდის განმავლობაში ამერიკული პოპ კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად იქცა. მოგვიანებით, 2000 წელს სწორედ ამ შოუს მიხედვით გადაიღეს ბოქს ოფისების ერთ-ერთი ლიდერი ფილმი, სადაც ანგელოზების როლს კამერონ დიაზი, ლუსი ლუ და დრიუ ბერიმორი ასრულებდნენ.

რაც შეეხება ელიზაბეტ ბენკსის მხატვრულ ფილმს, როგორც ცნობილია ის 2019 წლის ივნისში გამოვა, აგენტების როლს კი კრისტენ სტიუარტი და ლუპიტა ნიონგო მოირგებენ, უცნობია ვინ იქნება მესამე ანგელოზი.