BBC-ს ცნობით, კატალონიაში შეტაკებების შედეგად სულ მცირე 300 ადამიანია დაშავებული. ესპანური პოლიცია კატალონიაში მოსახლეობას რეფერენდუმის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.

ესპანეთის მთავრობამ რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად ცნო და მისი შეჩერება მოითხოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარსელონაში პოლიციამ მოსახლეობას რეზინის ტყვიები დაუშინა. დაშავებულთა რიცხვი დაადასტურა რეგიონულმა მთავრობამ.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, დაშავებული 11 პოლიციელი.

კატალონიის რეფერენდუმი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ესპანეთის პოლიცია საარჩევნო უბნებში შევიდა, დაიკავა საარჩევნო ყუთები და ამომრჩეველს ბიულეტენები ჩამოართვა.

დღეს კატალონიაში ესპანეთიდან გამოყოფის რეფერენდუმი ტარდება. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები რიგებს იკავებდნენ და კარვებს შლიდნენ.