დღეს კატალონიაში რეფერენდუმი გაიმართება
კატალონიის ლიდერები აცხადებენ, რომ მადრიდის ნების საწინააღმდეგოდ რეფერენდუმი მაინც ჩატარდება. დილიდანვე საარჩევნო უბნებთან კატალონიის მცხოვრებლებმა რიგი დაიკავეს. ზოგიერთი უბნის შესასვლელთან პოლიციისგან თავდასაცავად ტრაქტორებიც დგას.
კატალონიის ხელისფულება აცხადებს, რომ რეფერენდუმისთვის ყველაფერი მზადაა და კატალონიელების მაღალ აქტივობას ელოდებიან. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათზე გაიხსნება და საღამოს რვა საათზე ხმის მიცემა დასრულდება.
ორგანიზატორებმა მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე ადრე მისვლისკენ მოუწოდეს, რათა მათ რიგი "დაიცვან".
რეფერენდუმამდე ბარსელონაში ხმის მიცემის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ბარსელონის ცენტრში, სადაც რეგიონული ხელისუფლებისა და ქალაქის მერიის შენობებია განთავსებული, კატალონიის დროშა დაწვა. ზოგიერთმა მერიის შენობაზე დაკიდებული ტრანსპარანტის "მეტი დემოკრატიის" ჩამოხსნა სცადა.
შაბათს ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში 2315 სკოლიდან, სადაც საარჩევნო უბნები უნდა გახსნილიყო, 1300 დალუქა. მანამდე კი კატალონიის ტელეკომუნიკაციის შენობა დაიკავა. სკოლის შენობებში ზოგიერთმა ამომრჩეველმა კარავიც კი გაშალა. მათ, რომელთა უმეტესობა მოსწავლეები და მშობლები არიან, პარასკევს შენობის დატოვებაზე უარი თქვეს.
კატალონია ესპანეთის ავტონომიური გაერთიანებაა, რომლის მოსახლეობა 7,5 მილიონია. მას აქვს საკუთარი ენა და დროშა. ესპანეთისგან გამოყოფის იდეა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარული გახდა.
2014 წელს ესპანეთის ხელისუფლება კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარება დაბლოკა. ერთი წლის შემდეგ, წელს კატალონიის ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტია მოვიდა. 2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ პირველ ოქტომბერს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფისა და მისი რესპუბლიკად ჩამოყალიბების რეფერენდუმი ჩატარდებოდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები