სეზონები-ფოტოდღიური ორი ახალგაზრდა ფოტოგრაფი მოგზაურის ერთობლივი პროექტია. ცოლ-ქმარმა, ეკატერინე მამამთავრიშვილმა და დავით ხელაშვილმა, პროექტი ერთი წლის წინ დაიწყეს.

ფოტოგრაფ მოგზაურებს, ამ დროის განმავლობაში, საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტოჩანაწერები დაუგროვდათ.

მოგზაური ფოტოგრაფები.

ფოტო: Seasons Photodiary

"ეს ფოტოები ჩემი და ჩემი ქმრის ერთობლივი შემოქმედებაა. ყველაფერი ერთი წლის წინ, ბახმაროში დაიწყო. სწორედ იქ დაგვებადა იდეა, გვეწარმოებინა ფოტოდღიური და სეზონების მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი თუ სოფელი დაგვეფიქსირებინა.

სეზონების მიხედვით, იცვლებოდა გადასაღები ადგილები და ფოტოგმირები - ადგილობრივები, რომლებიც ჩვენი ფოტოგმირები ხდებოდნენ და კამერის წინ გულწრფელად გვიზიარებდნენ საკუთარ ემოციებსაც" - ამბობს ეკატერინე On.ge-სთან საუბრისას.

ეკატერინეს თქმით, პროექტის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისთვის მაღალი ხარისხის საიმიჯო ფოტოების შექმნაა.

"ვცდილობთ კამერით ნაკლებად ათვისებულ ადგილებს ვესტუმროთ. გვეამაყება, რომ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ბახმარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით აღვბეჭდეთ.

გვიხარია, რომ სეზონები-ფოტოდღიური მოგზაურობის მსურველებისთვის პატარა გზამკვლევად იქცა. თუკი ახალ თავგადასავალს გეგმავთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად, შეგიძლიათ ჩაიხედოთ ჩვენს დღიურში, ჩვენი ფოტოჩანაწერები საჯაროა და სიამოვნებით მოგითხრობთ საქართველოს საინტერესო და გამორჩეულ ადგილებზე.

ეკატერინე

პროექტს ძალიან კარგი გამოეხმაურება აქვს. ფოტოები ზოგს მათთვის უცნობი ადგილების მიმართ უღვიძებს ინტერესს, ზოგიც უკვე ნამყოფია, საკუთარ შთაბეჭდილებებს იხსენებს და განმეორებით ვიზიტს გეგმავს".

ფოტოგრაფებს კითხვებით ხშირად მიმართავენ:

"აინტერესებთ სად შეიძლება გაჩერება, რის მონახულებას ვურჩევთ კიდევ და ა.შ. ჩვენც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაკვალიანებთ, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე აისახება დადებითად.

ჩვენი მიზანიც ხომ ესაა - გვინდა ქართველებმა საკუთარ ქვეყანაში აქტიური მოგზაურობა დაიწყონ. უამრავი ჯადოსნური ადგილია საქართველოში, რომლის შესახებაც ცოტამ იცის".

ხედი ჰაწვალიდან

საღამოს ტბა

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ბორჯომი

გურია

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

უშბა

მულახის თემი

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ბატეთის ტბა

თიანეთი

მწვანე ტბა

წყალტუბო

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

მესტია

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

სვანეთი

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ბახმარო

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: Seasons Photodiary

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

გომისმთა

ბახმარო

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY