თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ელენე ხოშტარია პოლიციამ გააძევა. მასთან ერთად ძალით გაიყვანეს ზაალ უდუმაშვილი და ნატა ფერაძე.

საკრებულოში პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 946 მ2 მიწის ფართობისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე განხილვა უნდა დაწყებულიყო. აღნისნული ტერიტორია პანორამა თბილისს მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად სჭირდება. ასევე, პანორამა თბილისი სოლოლაკის ქედზე 4 677 მ2 ტერიტორიისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლასა და პანორამა თბილისისთვის გოლფის მოედნის დამხმარე სათავსოების ასაშენებლად გადაცემას ითხოვს.

პანორამა თბილისი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შენდება.