ნასას ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება, საფრანგეთის გვიანიდან, 2019 წლის მარტი-ივნისის შუალედში მოხდება. დღემდე, მისი გაშვება 2018 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.

„დროის ცვლილება არ მიუთითებს მის ტექნიკურ პრობლემებზე. [მისი ორბიტაზე გამყვანი] კოსმოსური ზონდის სხვადასხვა ელემენტებს იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ — ნათქვამია ნასას განცხადებაში.

ტელესკოპისა და მასზე არსებული სამეცნიერო ინსტრუმენტების ტესტირება კვლავ წარმატებით მიმდინარეობს და, რაც მთავარია, დაგეგმილ დროში ეტევა. ტელესკოპი ნასას ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, ჰიუსტონში (ტეხასი) იმყოფება. თავად ხომალდს კი, რომელიც მზის დამცავისა და „კოსმოსური თანამგზავრების ავტობუსისგან“ შედგება, ინტეგრაციისა და ტესტირების დროს შეფერხებები ჰქონდა, რამაც გამოიწვია გაშვების გადადება.

სრულად აწყობილი ობსერვატორიის - ტელესკოპი და მისი გამყვანი ხომალდი - გარემოს დამატებითი ტესტირებები გარანტიას მოგვცემს, რომ ვები სრულად იქნება გატესტილი კოსმოსში გაშვებამდე. ტელესკოპმა და ხომალდმა ყველა მკაცრ ტესტირებას გაუძლო, რაც იმის მანიშნებელია, რომ მოთხოვნილ სამუშაო ნორმებს ზუსტად ერგება.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ნასას მომდევნო მრავალფუნქციური ობსერვატორია და მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ტელესკოპი იქნება, რომელიც ათასობით ასტრონომს მოემსახურება მსოფლიოს მასშტაბით. 6.5 მეტრი დიამეტრის ინფრაწითელი ტელესკოპი შექმნილია, რათა მეცნიერებმა შეისწავლონ უამრავი ასტროფიზიკური მოვლენა: პირველად წარქმოქმნილი ვარსკვლავები და გალაქტიკები; მზის გარეთ არსებული პლანეტების (ე.წ. ეგზოპლანეტების) ატმოსფეროები; ობიექტები მზის სისტემაში და ა.შ.

ვები საერთაშორისო პროექტია, რომელსაც ნასა ხელმძღვანელობს. მისი პარტნიორები ევროპის და კანადის კოსმოსური სააგენტოები არიან.