SJC: "მოვითხოვთ პროკურატურისგან შსს-ს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შსს-ს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ოფიციალურად მოითხოვეს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიება ოცნების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალებოდა, მაგრამ უწყების გაუქმების შემდეგ, საქმე პროკურატურას გადაეცა. ცენტრის ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა) მუხლებით დაიწყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ 60-მდე დაზარალებული პირი იმყოფება და მათ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მასალებზეც ჰქონდათ წვდომა. ცენტრი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობა ხდებოდა დაკავების პროცესში და ძალის გადამეტება შსს-ს კუთვნილ ავტომობილებში გრძელდებოდა.
ცენტრის მოთხოვნაა:
- საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის აუცილებლობა: სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოითხოვა საქმეზე სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიების გაგრძელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე, 1443-ე, 178-ე მუხლებით (რაც წამებას, დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას და ძარცვას გულისხმობს), ვინაიდან სს (სპეციალური საგამოძიებო) სამართლის საქმის მასალების მიხედვით, შსს გდდ-ს თანამშრომლებმა აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების მიღმა წამება, არაადამიანური მოპყრობა და ძარცვა ჩაიდინეს;
- შსს-ს მაღალი მენეჯერული რგოლის და უშუალოდ საპროტესტო აქციების მართვაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, გდდ-ს დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის გამოკითხვა, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონების, კომპიუტერული ტექნიკის გამოღება და ელექტრონული ფორმით განხორციელებული კომუნიკაციის შესწავლა;
- რაციების სისტემაზე კომპიუტერულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და ოტო-დან შესაბამისი პირების გამოკითხვის აუცილებლობა: სს საქმის მასალებით დგინდება, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შსს-ს თანამშრომლები იყენებდნენ ხელის რადიოსადგურებს ე.წ. "რაციებს", რომელთა ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.
- ვიდეო ჩანაწერების ამოღების აუცილებლობა დაკავებული პირების გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებებიდან
- გდდ-ს ყოფილი თანამშრომლობის, ირაკლი შაიშმელაშვილის გამოკითხვის აუცილებლობა.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გდდ-ს ხარაზიშვილი სათანადოდ არ ასრულებდა, მასზე, როგორც გდდ-ს დირექტორზე დაკისრებულ მოვალეობებს — სპეციალური ეკიპირების მქონე, გდდ-ს ნიღბიანი თანამშრომლები არ იყვნენ აღჭურვილნი სპეციალური ამოსაცნობი ნიშნებით, რის გამოც მათი მხრიდან ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაუსჯელი დარჩა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მათ აქვთ გონივრული ეჭვი, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზრუნავდა სამხილების განადგურებაზე, რაც საქმის გამოძიებას აფერხებდა.
-
შეკრებამდე დემონსტრანტებმა შსს 5 დღის ვადაში უნდა გააფრთხილონ — "ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ამკაცრებს შეკრებამდე დემონსტრანტებმა შსს 5 დღის ვადაში უნდა გააფრთხილონ — "ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ამკაცრებს
გადახედვა
-
ნახეთ ანიტა აბგარიანის პირველი რეპეტიცია საბავშვო ევროვიზიაზე — ფოტოები ნახეთ ანიტა აბგარიანის პირველი რეპეტიცია საბავშვო ევროვიზიაზე — ფოტოები
გადახედვა
-
ჩერნობილში დრონის შეტევამ რადიაციისგან დამცავი გუმბათი დააზიანა — გაეროს სააგენტო ჩერნობილში დრონის შეტევამ რადიაციისგან დამცავი გუმბათი დააზიანა — გაეროს სააგენტო
გადახედვა
-
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მობილურის ნომრით მომენტალური გადარიცხვები საქართველოს ბანკთან და კრედო ბანკთან ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მობილურის ნომრით მომენტალური გადარიცხვები საქართველოს ბანკთან და კრედო ბანკთან
-
კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ალეკო ელისაშვილი: არც ლელოს წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც ALDE-სი, საიდან უნდა გამრიცხონ? ალეკო ელისაშვილი: არც ლელოს წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც ALDE-სი, საიდან უნდა გამრიცხონ?
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: თუ შეკრების მონაწილეები მანიფესტაციის შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე ჩატარებას არ დათანხმდებიან, პატიმრობა დაეკისრებათ ირაკლი კირცხალია: თუ შეკრების მონაწილეები მანიფესტაციის შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე ჩატარებას არ დათანხმდებიან, პატიმრობა დაეკისრებათ
გადახედვა
-
წინა ათწლეულში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე 62 000 პინგვინი შიმშილისგან მოკვდა — კვლევა წინა ათწლეულში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე 62 000 პინგვინი შიმშილისგან მოკვდა — კვლევა
გადახედვა
-
სტივენ დაუთი: "ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ქიმიური იარაღის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს" სტივენ დაუთი: "ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ქიმიური იარაღის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს"
გადახედვა
-
"ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის კანონს კიდევ ამკაცრებს — ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრება იზღუდება "ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის კანონს კიდევ ამკაცრებს — ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრება იზღუდება
გადახედვა
-
10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის
-
მარსზე აღმოჩენილი ქვები მიანიშნებს, რომ იქ ძველად ტროპიკული კლიმატი იყო მარსზე აღმოჩენილი ქვები მიანიშნებს, რომ იქ ძველად ტროპიკული კლიმატი იყო
გადახედვა
-
ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
-
აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის
გადახედვა
-
შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან? შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან?
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა — Helio AI-მ $1- მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა 500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა — Helio AI-მ $1- მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
-
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
-
მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს
გადახედვა
-
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
-
იყენებდა თუ არა შსს 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტრიქლორეთილენს, მოხდა თუ არა მარაგის შევსება? — დარახველიძე კითხვებს არ პასუხობს იყენებდა თუ არა შსს 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტრიქლორეთილენს, მოხდა თუ არა მარაგის შევსება? — დარახველიძე კითხვებს არ პასუხობს
გადახედვა
-
SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად
კომენტარები