NGO-ები: კონსტიტუციის პროექტი რელიგიის თავისუფლების დაცვის სტანდარტებს აუარესებს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აკადემიურმა ინსტიტუტებმა და იურისტებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, რათა მან კონსტიტუციის პროექტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს ვეტო დაადოს, რადგან ის "რელიგიის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს აუარესებს."
განცხადებაში ნათქვამია, ახალი რედაქციით, ამ უფლების შეზღუდვა დაიშვება "სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით". საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ილახება სხვების უფლებები.
არასამთავრობო სექტორის თქმით, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორივე მოსაზრებაში, "ნეგატიურად იყო შეფასებული" საქართველოს კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები:
"საქართველოს პარლამენტმა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები კი არ დააკონკრეტა, არამედ პირიქით, გააფართოვა და გასცდა ვენეციის კომისიის მიერ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს. შეზღუდვის ფარგლები გასცდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ (რელიგიის თავისუფლების) შეზღუდვის ფარგლებსაც."
მათივე თქმით, ვენეციის კომისიის მოსაზრებაში აღინიშნება, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოება", "დანაშაულის თავიდან აცილება" და "მართლმსაჯულების განხორციელება" არ არის რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლები.:
"კონვენციაში წარმოდგენილი ლეგიტიმური მიზნები ზუსტ ინტერპრეტაციას მოითხოვს. ისინი არ უნდა იყვნენ გაფართოებულნი სხვა ცნებებით... ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია "ეროვნული უსაფრთხოების" დაცვის მიზეზით შეზღუდოს ადამიანის რელიგიური გამოხატვა/მანიფესტაციის უფლება."
ხელმომწერები:
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF);
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG);
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC);
- თანასწორობის მოძრაობა;
- იდენტობა;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი;
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი;
- კონსტანტინე კუბლაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი;
- დავით ზედელაშვილი - კონსტიტუციონალისტი;
- გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
- ლევან რამიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
- თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
- გიორგი ბურჯანაძე - იურისტი;
- გიორგი ჩიტიძე - იურისტი;
- დიმიტრი გეგენავა - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;
- მიხეილ შარაშიძე - იურისტი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები