ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებისათვის კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო სელფები და ფოტოებია, რომელთა გადაღებასა და შემდეგ ერთმანეთისათვის გაზიარებას თანამედროვე და დახვეწილი სმარტფონებით ნებისმიერი ჩვენგანი უპრობლემოდ ვახერხებთ. ამ ყველაფრის მიზანი კი რა თქმა უნდა, საკუთარი თავისა და ყოველდღიურობის საინტერესოდ წარმოჩენაა.

ტეხასელ გოგო სტეფანის საკუთარი ჭარბი წონა ყოველთვის ადარდებდა და ფიქრობდა, რომ თავისი პარამეტრების მქონე ადამიანი, პროფესიონალური ფოტოსესიისთვის არასდროს არ გამოდგებოდა.

"როდესაც თინეიჯერი ვიყავი, სარკეში ვიყურებოდი და ვფიქრობდი რომ არასდროს ვიქნებოდი სხვა გოგოებივით გამხდარი, ჭარბი წონის გამო თანატოლებისაგან ბევრი დაცინვა და დამცირებაც მიმიღია, დროთა განმავლობაში კი ამ ყველაფერს უბრალოდ შევეგუე", - ამბობს სტეფანი.

საპირისპიროს ამტკიცებს ფოტოგრაფი Wolf & Rose და მისი შემოქმედება, სადაც ბედნიერი წყვილი, საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილი და უნაკლოდ გამოიყურებიან.

ფოტო: James

როგორც ხედავთ ფოტოგრაფმა და ამ წყვილმა დაამტკიცა, რომ არ არსებობს სილამაზის კონკრეტული სტანდარტები და სხეულის ნებისმიერი ფორმებით შეიძლება ადამიანი ბედნიერი და თავდაჯერებული იყოს.