ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული, მომღერალი სალვადორ სობრალი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და გულის დონორს ელოდება.

სალვადორს თანდაყოლილი გულის მანკი სჭირს. სწორედ ამ დაავადების გამო მან ევროვიზიის რეპეტიციაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა ფინალურ კონცერტზე, მისმა ნამღერმა პორტუგალიას გამარჯვება მოუტანა.