Roosevelt - ასე ჰქვია ახალ დრამას, რომელმაც რეჟისორ მარტინ სკორსეზესა და ოსკაროსანი მსახიობის, ლეონარდო დიკაპრიოს გზები კიდევ ერთხელ გადაკვეთა.

ფილმს Paramount გადაიღებს, სცენარს კი სკოტ ბლუმი დაწერს.

თეოდორ რუზველტი 1901 წელს აშშ-ს 26-ე პრეზიდენტი გახდა, რომელიც ხშირად ნაკრძალების, ეროვნული პარკებისა და ტყეების დაცვის ინიციატივით ხშირად გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მას ეკუთვნის გამოთქმა დიდი კეტის პოლიტიკა და მსოფლიო პოლიციელი. როგორც ბუნების მკვლევარი იგი ხელს უწყობდა კონსერვაციის მოძრაობას. რუზველტს დიდი წვლილი მიუძღვის პანამის არხის დასრულებაში. ამავდროულად იგი რუსეთ-იაპონიის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებებს მართავდა, რისთვისაც, 1906 წელს, ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსახიობს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, ცოტა ხნის წინ ის Paramount Pictures-მა უოლტერ ისააკსონის წიგნის ეკრანიზაციაში ლეონარდო და ვინჩის როლზე დაამტკიცა.

რაც შეეხება დიკაპრიოს სხვა პროექტებს, სულ მალე ოსკაროსანი მსახიობი National Geographic-თან ერთად ამერიკის ასტრონავტიკის ისტორიაზე სერიალის პროდიუსერი იქნება.

ამავდროულად მარტინ სკორსეზე და ლეონარდო დიკაპრიო ისეც ერთიანდებიან. რეჟისორი მსახიობს ახალ ფილმში Killers Of The Flower Moon გადაიღებს, რომელიც ამავე სახელწოდების ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური რომანის ეკრანიზაცია იქნება.

სულ მალე ლეონარდოს მონაწილეობით კიდევ ერთ ფილმს ვიხილავთ სახელწოდებით - შავი ხელი, რომელიც სტეფან ტოლთის წიგნის ეკრანიზაციაა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ Warner Bros.-ს ახალ ფილმში, ჯოკერის როლზე, ლეონარდო დიკაპრიოს მიწვევა სურს.