ქართველი სტუდენტი ქრისტინა არაქელოვა აცხადებს, რომ იტალიაში ორწლიან სწავლებაზე უარს ამბობს და საქართველოში ბრუნდება. არაქელოვა ამის მიზეზად პროგრამის წარმომადგენლების მხრიდან, აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებას ასახელებს.

არაქელოვას თქმით, აფხაზეთის დროშა სუვერენული სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დროშის გვერდით ჰკიდია. მისივე თქმით, პროტესტის გამოხატვის შემდეგ, ორგანიზაციის პრეზიდენტმა უთხრა, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს დამოუკიდებელ ქვეყნად არ მოიხსენიებდა, თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა:

"მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის უპირველესი და ეს იქნება ჩემი პროტესტი ამ პროგრამის, ამ ორგანიზაციის და ამ პოლიტიკური ხედვის მიმართ."

სტუდენტმა საკუთარი საპროტესტო გადაწყვეტილების შესახებ ვიდეო ფეისბუქში გამოაქვეყნა: