როგორ შევამციროთ კიბოს რისკი?
საუკუნეების წინ ადამიანები მრავალი ამოუცნობი დაავადებით იღუპებოდნენ, რომელსაც, თავიანთი რწმენით, სხვადასხვა მისტიკური ძალის წყრომას მიაწერდნენ. შუა საუკუნეებში მიიჩნეოდა, რომ ადამიანის სული მუცლის ღრუში იყო მოთავსებული, შესაბამისად მკაცრად იკრძალებოდა ამ ადგილის გაკვეთა ცოცხალ ორგანიზმზე, რადგან სწამდათ - ასე სულს დაკარგავდნენ. ვინ იცის, რამდენი მილიონი ადამიანი დაიღუპა მხოლოდ ამ მიზეზით. თუ თქვენი ასაკი შეადგენს 35 წელს მაინც და იცხოვრებდით, მაგალითად 16-ე საუკუნეში დაახლოებით 30% იქნებოდა იმის შანსი, რომ, თუნდაც აპენდიციტის გამო მომკვდარიყავით. დღეს აპენდიციტის გამო თითქმის აღარავინ იღუპება, თუმცა კაცობრიობა დადგა ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთან გამკლავებაც ჯერ-ჯერობით უჭირს და უამრავი ადამიანი იტანჯება იმგვარი სნეულებებით, რომლის დამარცხებასაც, შესაძლოა მომავალში სულ რამდენიმე წუთი დასჭირდეს.
დღეს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად სიმსივნე მიიჩნევა. რამდენიმე თვის წინ გამოვიდა ქართველი მწერლის ალეკო შუღლაძის რომანი „გადამალვა“, სადაც ავტორი აღწერს სიმსივნით დაავადებული მოხუცი დედის უიმედო მდგომარეობას, ტანჯვის თითოეულ საფეხურს, რისი გავლაც დაავადებულ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს უწევთ. მიუხედავად მწერლის დახვეწილი იუმორისა, მკითხველი პერსონაჟებთან ერთად ჩიხში ექცევა. ფიქრობ, როგორ მოიქცეოდი ასეთ დროს. გიწევს იმის გააზრება, რაზეც სხვა დროს აუცილებლად თვალებს დახუჭავდი და იტყოდი - არა, ეს მე და ჩემს ახლობლებს არასდროს დაგვემართება, ამისი გავლა, გადალახვა ჩვენ არ დაგვჭირდება.
კიბოს გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზებიდან 90-95% გარემო პირობებთან არის დაკავშირებული, ხოლო 5-10% გენეტიკასთან. იმ გარემოში, სადაც ყოველდღიურად გვიწევს დროის გატარება, მავნე ელემენტებით დაბინძურებული საკვებით, ჰაერით, ტანსაცმლით, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებით საკმაოდ იზრდება სიმსივნის განვითარების რისკი. სიმსივნე ახალგაზრდებში ბევრად მწვავე პრობლემაა, რადგან ახალგაზრდა ორგანიზმში სიმსივნური უჯრედი უსწრაფესად პროგრესირებს და დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში დრო თითქმის აღარ რჩება. ონკოლოგიური დაავადებით სიკვდილიანობა კი ყველაზე ხშირად დაგვიანებული დიაგნოსტიკის შედეგია.
არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ დაავადებამ ჩვენს მიღმა ჩაიაროს, თუმცა თუ მაინც გარდაუვალი იქნება მასთან ბრძოლა რა იქნება ამისთვის ყველაზე მეტად საჭირო? ჩვენ არ შეგვიძლია დაზღვეულები ვიყოთ ამა თუ იმ დაავადების ჩამოყალიბებისგან, სამაგიეროდ შესაძლებელია სადაზღვევო პაკეტის მიღება, თუნდაც ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სენზე და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში მივიღოთ კომპენსაცია.
დავინტერესდი რამდენად ითვალისწინებდა კერძო თუ სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა სიმსივნის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას და ძალიან საინტერესო პროდუქტს წავაწყდი. როგორც აღმოჩნდა, სულ ახლახანს „ჯიპიაიმ“ ჩაუშვა ახალი პაკეტი , რომელიც ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს აზღვევს და ანაზღაურების სრულიად განსხვავებულ სისტემას გვთავაზობს - დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, გაიცემა კომპენსაცია. გამიკვირდა, რადგან მსგავსი პაკეტის შესახებ საქართველოში ჯერ არ მსმენია. როგორც გავარკვიე, აღმოსავლეთ ევროპაში აპრობირებული და საკმაოდ წარმატებული სადაზღვევო პროდუქტია. ახლა კი შვეიცარიულ გადამზღვევ კომპანია „სვის რესთან“ ერთად ჯიპიაიმ საქართველოშიც, ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე მორგებული კიბოს რისკისგან დაზღვევის პოლისი დანერგა. რამაც ყველაზე მეტად გამაოცა, ეს ანაზღაურების პროცედურაა - აღმოჩნდა, რომ თუ დაზღვევის შემდეგ ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, სადაზღვევო კომპანია ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე გასცემს კომპენსაციას, რომლსაც განკარგავს ნება-სურვილით. წარმოიდგინეთ, დაზღვევაში იხდით მინიმალური ფასს, იღებთ საკმაოდ სოლიდური თანხას და მას ისე ხარჯავ როგორც გსურს - იმკურნალებ თუ სამოგზაუროდ წახვალ ამას მხოლოდ შენ წყვეტ.
გავეცანი ონკო ქეარის პირობებს და გადავწყვიტე, დამეთვალა პოლისის ღირებულება ჩემი ასაკის მიხედვით (ეს ონლაინ არის შესაძლებელი Mygpi.ge-ზე ) დავადგინე, რომ 28 წლის ასაკში თუ ავირჩევ კომპენსაციის სახით 55 000 ლარის მიღებას(ანუ ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში), ყოველთვიურად 3.99 ლარის გადახდა მომიწევს. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.
როგორც უკვე ვისაუბრეთ სიმსივნესთან ბრძოლაში წარმოიშვება ორი მთავარი პრობლემა, როგორებიცაა დაგვიანებული დიაგნოზი და მის დასამარცხებლად საჭირო ფინანსური სახსრები. ყველა ვთანხმდებით, რომ ონკოლოგიური დაავადებები ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელთან გამკლავებასაც სხვადასხვა დარგის მედიკოსების, ფარმაცევტების და უმთავრესად თავად პაციენტებისა და მათი ახლობლების ძალისხმევა სჭირდება. თუმცა, თუ ჩვენ დროულად მოვახდენთ მის აღმოჩენას და გვექნება მის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელი ფინანსური რესურსი, შევძლებთ დაავადების განვითარების რისკების მინიმუმამდე შემცირებას.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები