ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის სამუშაოები გრძელდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ On.ge-ს უთხრა, ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია და ღია კერები აღარ არის, ასევე, არ შეინიშნება დაკვამლიანება.

უწყების თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ორი ვერტმფრენი.

დაბა წაღვერში ხანძარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ გაჩნდა. ბოლოს ხანძარი 22 სექტემბერს გაჩნდა და მეხანძრე-მაშველები მის ჩაქრობას უკვე მეხუთე დღეა ცდილობენ.