ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკული გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად, ვერსაჩეს დამ, დონატელა ვერსაჩემ, მილანის მოდის კვირეულზე განსაკუთრებული შოუ მოაწყო.

გაზაფხული 2018-ის კოლექციის ჩვენება დონატელამ 90-იანი წლების სუპერმოდელების გამოსვლით დახურა.

ოქროსფერ კაბებში გამოწყობილმა ნაომი კემპბელმა, სინდი კროუფორდმა, კლაუდია შიფერმა, კარლა ბრუნიმ და ელენა კრისტენსენმა, დონატელასთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა ჩაიარეს პოდიუმი.

კემპბელი და შიფერი 47 წლის არიან, კრისტენსენი 48-ს, ბრუნი - 49-ს, ხოლო კროუფორდი - 51-ს.